| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება.
GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს.
კომპანიის ცნობით, მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 15:00, „ბლექ სი არენას ბაქანზე“ ჩავა 19:15, აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება. შემდგომ მსვლელობას გააგრძელებს ქ. ბათუმადე (შესვლა 20:10) ქ. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:00.
ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, ა.წ. 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება „ბლექ სი არენას ბაქანზე“.
ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით. (ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss