ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზესტაფონში ნეოგაზის განახლებული ეკო სადგური გაიხსნა
24 აგვისტო, 2017, 11:37
ზესტაფონში ნეოგაზის განახლებული ეკო სადგური გაიხსნა

თბილისი (GBC) - ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში „ნეოგაზის“ განახლებული ეკო სადგური გაიხსნა.

კომპანიის ცნობით, სადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით დანერგილია ახალი მექანიზმები.

„ნეოგაზის“ სადგურზე, სადაც ოცამდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები და უმაღლესი სტანდარტები.

"„ნეოგაზი“ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. უახლოეს პერიოდში სადგურზე ამუშავებდა სწრაფი კვების ობიექტი, მოეწყობა ინფრასტრუქტურა და ელექტრომობილებისთვის იქნება ელქტროდამტენები, ასევე ამოქმედდება ვულკანიზაცია და ავტოსამრეცხაო", -  აცხადებენ კომპანიაში

კომპანიამ აქციის ფარგლებში - „გაგაზე ზღვაზე“, „ნეოგაზის“ მომხმარებელს საჩუქარები - წყალი, რუკა, ბრენდირებული მანქანის მზისგან დამცავი, ჩანთა და ეკო საჩუქრები - ეკო ფანქარი ფიჭვის თესლებით დაურიგა, რითაც შეუძლიათ დარგონ ერთი ძირი ხე.

"ნეოგაზი“ ზესტაფონშიც აგრძელებს აქციას „მწვანე ჩვენი არჩევანია“, რომლის ფარგლებშიც სხვა ეკო სადგურების მსგავსად, ზესტაფონის განახლებული სადგურიც გამწვანდება მწვანე საფარით და ნარგავებით კონცეფციის „მწვანე ჩვენი არჩევანია“ მიხედვით.

მომხმარებელი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ, ეკო სადგურში გამართავს ატომობილს და ამ პროცესს მწვანე, რეკრეაციულ, თანამედროვე ეკო სადგურზე შეძლებს.

ამასთან, შეკუმშული ბუნებრივი აირი სხვა ალტერნალტიულ საწვავთან - ბენზინთან და დიზელთან, შედარებით ეკოლოგიურად სუფთა და იაფი საწვავია.

"ნეოგაზის“ ლოიალური ბარათის „ნეოქარდის“ მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ დაიბრუნონ დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი და „ნეოქარდზე“ დაგროვილი უფასო კილომეტრებით „გაგაზონ“ და დაისვენონ ზღვაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები