ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
1 სექტემბერიდან მიმოქცევაში ახალი 5 ლარიანი გამოვა
23 აგვისტო, 2017, 18:24
1 სექტემბერიდან მიმოქცევაში ახალი 5 ლარიანი გამოვა

თბილისი (GBC) - 1  სექტემბრიდან მიმოქცევაში ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები  ჩაეშვება.

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში  წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის კუპიურების პარალელურად იქნება და  ანგარიშსწორება შეუფერხებლად განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი 5 ლარიანი პირველი ბანკნოტია კობა გვენეტაძის ხელმოწერით. 

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი. 

შეგახსენებთ,  განახლებული 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლის  1 თებერვლიდან ჩაეშვა. რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, ის იმავე წელს მოგვიანებით ჩაეშვა მიმოქცევაში. 

განახლებული ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს - www.ganakhlebulilari.ge  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები