| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) ბორჯომის ხეობაში, ტყის აღდგენაში გაათმაგებული ძალით ჩაერთვება.
"ორი თვის წინ ჩვენც შევუერთდით კამპანიას "აღადგინე" . პირველ ჯერზე 500 ძირი ხე დავრგეთ 2008 წელს ოკუპანტის მიერ გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე. გადაწყვეტილი გქვონდა რომ შემოდგომაზე როგორც კი დარგვის სეზონი განახლდებოდა 500 ძირი კიდევ შეგვემეტებინა , შემდეგ გაზაფხულზე და ასე უწყვეტად სანამ საჭირო იქნებოდა... მაშინაც ვფიქრობდით, რომ ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებდით და ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის კეთდებოდა. ახლა ეს ემოცია გაათმაგდა.. შეგრძნება რომ ეს საშვილიშვილო საქმეა (და ეს სიტყვა დღეს ყველაზე შესაფერისი და შესაბამისია) გამძაფრდა.. გადაწყდა და ეს იყო ერთობლივი, ყოველი ჩევნთაგანის ძალიან დიდი სურვილი რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ყველა შვილობილ კომპანიასთან ერთად :"საქნახშირი" "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია","ნეოგაზი". "ტიფლისი სითი","ქამქი", "ევროპული სკოლა.." ჩავებათ ტყის აღდგენის პროცესში. თითოეული ჩვენთაგანი ვუერთდებით გამოწვევას... საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის , ჩვენი მომავლისთვის .. ბორჯომის ტყე იქნება ისეთივე ლამაზი, შრიალა და საამაყო ვიდრე იყო და ამას ყველანი მე, შენ , ის - ჩვენ ერთად გავაკეთებთ", - ნათქვამია საქართველოს უმსხვილესი ბიზნესჯგუფის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss