| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კამპანია "აღადგინეს" ფარგლებში ხანძრისგან განადგურებული ნერგები 100%-ით აღდგება.
კამპანიის ორგანიზატორების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ხანძარმა გაზაფხულზე დარგული 32,300 ნერგების 80% გაანადგურა. სრული სურათის დანახვა და ზარალის დათვლა ცეცხლის ლიკვიდირების და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ მოხდება.
ცეცხლს გადაურჩა მხოლოდ სოფელი დაბის ტერიტორიაზე, დაბლობზე დარგული ნერგები.
„კამპანია “აღადგინე” იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დამწვარი ხეები ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხელახლა დაირგოს 100%-ით. დარგვების განახლების დრო და თარიღი დამოკიდებულია ექსპერტების მიერ ტერიტორიის და ნიადაგის შესწავლის შედეგად დადებულ დასკვნაზე. კამპანიის დასრულება ოფიციალურად 15 სექტემბრამდე იგეგმებოდა, თუმცა, მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, კამპანია გაათმაგებული ძალებით გაგრძელდება ტყის სრულად აღდგენამდე, ამისთვის კი აუცილებელია კომპანიების მაქსიმალური ჩართულობა და ერთიანობა“, - აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ კამპანია “აღადგინე” არის სოციალური პროექტი და კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ გაღებული თანხები სრულად ხმარდება ტყის აღდგენა- რეაბილიტაციას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss