ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი უერთდება კამპანიას - აღვადგინოთ ბორჯომის ტყე
23 აგვისტო, 2017, 14:55
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი უერთდება კამპანიას - აღვადგინოთ ბორჯომის ტყე

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თიბისი ბანკისა და კომპანია ბორჯომის ინიციატივაში ჩაერთო. 

კომპანიები სტიქიური უბედურების შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყის აღსადგენად ერთიანდებიან. 

”ჩვენი კომპანია ყველა სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციას, გუნდსა თუ თითოეულ გულშემატკივარ ადამიანთან ერთად იზიარებს თიბისი ბანკის და კომპანია ბორჯომის გადაწყვეტილებას - ამ მძიმე მომენტში გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია და სრულად აღვადგინოთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორია. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი, რთული და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ არ დავზოგავთ რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე”, - აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები.

აქვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თხოვნით მიმართავს მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს - ”შემოგვიერთდით! ერთად ვიზრუნოთ სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის, ხეობის რეაბილიტაციისთვის, მწვანე და ჯანსაღი გარემოსთვის. საერთო ძალისხმევით, სიყვარულითა და ენერგიით აღვადგინოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მნიშვნელოვანი ფასეულობა - ბორჯომის ხეობა.”

კამპანია - სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე, გუშინ, 22 აგვისტოს, თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ვიდეომიმართვის შემდეგ დაიწყო და მას უკვე შეურთდნენ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, კომპანიები ”ლისი დეველოპმენტი” და ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები