| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოგზავნა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გზაშია.
ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია.
თურქეთის ელჩის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამუშაოებში ჩაერთვება სახანძრო თვითმფრინავი, რომელიც ასევე მალე მივა დანიშნულების ადგილას.
"მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ამავე პრობლების წინაშე დგას. ჩვენ ვებრძვით ტყის ხანძრებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, - ანტალიაში, იზმირსა და ბოდრუმში. თუმცა საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა ერთი თვითმფრინავი საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა, რათა ხანძართან გამკლავება უფრო ეფექტური ყოფილიყო. ასე რომ, დღეს საღამოს სახანძრო თვითმფრინავი როგორც კი აივსება, ჩაერთვება ოპერაციაში. სამწუხაროდ ამ თვითმფრინავს არ აქვს ღამის ხილვადობის რეჟიმი, რის გამოც სიბნელეში მუშაობა გაუჭირდება. თუმცა ხვალ დილითვე განაახლებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას. ჩვენი სურვილია, საქართველოს გვერდში დავუდგეთ", - ციტირებს ელჩს პირველი არხი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss