| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - APM Terminals ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას 30 ნოემბერს დაასრულებს.
კადრების მომზადებისთვის ფოთის საზღვაო ნავსადგური პროექტს ,,ინპორტი“ ახორციელებს, რომლის მთავარი ამოცანაა, ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და შემდგომი განვითარება.
აღნიშნული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 10 ივლისს დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.
"პროგრამის შედეგად მივიღებთ მეტ სათანადოდ მომზადებულ კადრს, რომლებიც შეესაბამებიან როგორც ჩვენი კომპანიის მოკლე თუ გრძელვადიან საჭიროებებს, ისე ზოგადად, ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებსაც“ - განაცხადა პორტის დირექტორმაკლაუს ჰოლმ ლოურსენმა.
პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა საკითხის განხილვებითა თუ ღონისძიებებით, რომლებიც მიმართულია A.P. Moller-Maersk ჯგუფის ღირებულებებისა და სამუშაო მიდგომების გაცნობის, განხილვისა და გათავისებისაკენ.
კომპანიის ცნობით, რამდენიმეკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებულია მონაწილეების ჩართულობა სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ამა თუ იმ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss