ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მზის დაბნელების გამო დღეს ამერიკელი დამსაქმებლები 700 მილიონს ვერ მიიღებენ
21 აგვისტო, 2017, 18:12
მზის დაბნელების გამო დღეს ამერიკელი დამსაქმებლები 700 მილიონს ვერ მიიღებენ

თბილისი (GBC) - დღეს, მზის სრული დაბნელება ამერიკელი დამსაქმებლებს მინიმუმ 700 მლნ დოლარი დაუჯდება, - ასეთია სააგენტო Challenger, Gray & Christmas-ის შეფასება. 

სააგენტო მიიჩნევს, რომ ამ ზარალს კომპანიები შრომის პროდუქტიულობის დაცემის გამო მიიღებენ, კერძოდ, თითოეული კომპანიის თანამშრომელი მინიმუმ 20 წუთით მოცდება სამუშაოს, რათა პროცესს თვალი ადევნოს. 

"20 წუთი ეს ძალიან მოკრძალებული გათვლაა, - ეს განცხადება სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა ენდი ჩელენჯერმა ჯერ კიდევ პარასკევს გააკეთა, ის მიიჩნევს, რომ ბევრ პირს უფრო მეტი დრო დასჭირდება პროცესისთვის თვალის სადევნებლად.

"ძალიან ცოტა თუ აღმოჩნდება,  ვინც ქუჩაში არ გავა, როდესაც ასტრონომიული სასწაული ხდება"  - აღნიშნა ჩელენჯერმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მზის დაბნელების დროს სამუშაოებზე 87 მლნ ამერიკელი  იქნება.

საერთო მაჩვენებლის მისაღებად ჩელენჯერმა დასაქმებულების რაოდენობა მათ საშუალო საათობრივ ანაზაურებაზე გაყო. ის აღნიშნავს, რომ მიღებული 700 მლნ ძალიან მცირეა და ის  არც ერთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელში არ აისახება. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები