ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ცენტრ პოინტის შეჩერებული მშენებლობები შესაძლოა, კომპანია m2 -მა დაასრულოს
21 აგვისტო, 2017, 16:47
ცენტრ პოინტის შეჩერებული მშენებლობები შესაძლოა, კომპანია m2 -მა დაასრულოს

თბილისი (GBC) - "ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობები, შესაძლოა, სამშენებლო კომპანია m2-მა დაასრულოს.

გურამ რჩეულიშვილმა პირველ არხს დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ m2-ია. შესაძლოა სწორედ m2-მა იყიდოს კომპანია. 

მისი თქმით, „ცენტრ პოინტმა" რამდენიმე მსხვილ სამშენებლო კომპანიას მიმართა, რომელთაგან დაინტერესება m2-მა გამოთქვა. როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ამჟამად კომპანია მოკვლევას აწარმოებს. 

„დაახლოებით 1 თვის წინ m2 დაინტერესდა. ცენტრ პოინტის აქტივები კომერციულად ნამდვილად არის საინტერესო. საჭიროა ისეთი კომპანია, რომელსაც გააჩნია მსხვილი ფინანსები. იყო რამდენიმე კომპანია, მათ შორის უკრაინულიც. 

ამჟამად გეტყვით, რომ m2-მა გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს მშენებლობები. ახლა სწავლობენ იურიდიულ და ფინანსურ დეტალებს. თუკი შევთანხმდით, ჩვენ ჩვენი მოთხოვნებიც გვაქვს - შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები და, ბუნებრივია, შედგეს საპროცესო შეთანხმება. 

გვაქვს სურვილი, რომ მშენებლობები სწორედ ამ კომპანიამ განაგრძოს“ - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები