ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თეგეტა მოტორსმა ფოთის ფილიალის გაფართოებაში 1.2 მილიონი ჩადო
21 აგვისტო, 2017, 16:12
თეგეტა მოტორსმა ფოთის ფილიალის გაფართოებაში 1.2 მილიონი ჩადო

თბილისი (GBC) - მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად „თეგეტა მოტორსმა“, ფოთში მსუბუქი ავტომობილების სერვისი გააფართოვა.

კომპანიის ცნობით, მომხმარებელს დღეიდან საშუალება ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვის ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო – ამ ყველაფერს „თეგეტა მოტორსი“ ერთ სივრცეში გთავაზობთ.

სერვის ცენტრის განახლების პროექტში 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტო ტექნიკას.  სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფოთის ფილიალში მომხმარებლები ისარგებლებენ ხელსაყრელი ფასებით და „ტაქს ფრი” სისტემით.

განახლებულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების სერვისი, თვლების შეყრის გასწორება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის და ფილტრის შეცვლა, ავტომობილის კონდიცირების სისტემის შემოწმება და  დატუმბვა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, სამუხრუჭე დისკების შეკეთება, სამუხრუჭე სითხის შეცვლა წნევით, სამუხრუჭე სისტემის რემონტი, ავტომობილის ელექტრო სისტემების დიაგნოსტირება, სხვადასხვა სისტემების დაკალიბრება-ინიციალიზაცია უახლესი დიაგნოსტიკური ტექნიკით და ამ სისტემების რემონტი, სავალი ნაწილის შემოწმება-რემონტი, ძრავის კბილანა ღვედის და ჯაჭვის კომპლექტების(ცეფის) შეცვლა, ძრავის ბენზინის მფრქვევანების (ინჟექტორების) გაწმენდა სტენდზე, ჰაერის კოლექტორების შემოწმება კვამლით და სხვა.

„თეგეტა მოტორსის“  სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები