ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2018 წლიდან ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები  შეძლებენ
მარიამ მინაძე
21 აგვისტო, 2017, 16:09
2018 წლიდან ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები  შეძლებენ

თბილისი (GBC) - 2018 წლის 1 იანვრიდან, ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები  შეძლებენ.  

პორტის მფლობელი APM Terminals-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში ფოთის საზღვაო ნავსადგური გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში ჩაერთო და ავტომობილების მძღოლებისთვის ტრენინგები გამართა. დღემდე  სწავლება 1378-მა მძღოლმა გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტრენინგები სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რამდენიმე შეხვედრა შედგა, რომელშიც ლოგისტიკური, სატრანსპორტო კომპანიები, საზღვაო ხაზებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან შესასვლელებში მოხდება სატვირთო ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და ნავსადგურში დაშვების უფლება მიენიჭება მხოლოდ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამის ავტომანქანებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები