| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკმა წლის პირველი ნახევრის წარმატებით დასრულებაზე განაცხადა.
ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ინვესტორებს ფინანსური ანგარიში წარუდგინა და აცნობა, რომ 6 თვეში წმინდა მოგება 184.4 მლნ ლარია, გადასახადების გადახდამდე მოგებამ 191.4 მლნ ლარი შეადგინა, წლიური ზრდა 53.7 მლნ ლარია.
FTSE 250 -ის წევრი ქართული ბანკი აცხადებს, რომ წელს მიზანია კაპიტალზე უკუგება 20%-ზე მეტი იყოს და საკრედიტო პორტფელი 15%-ით გაიზარდოს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ აქტივების კარგ ხარისხს, ასევე კაპიტალის ადეკვატურობის და ლიკვიდურობის მაღალ დონეს. ხელსაყრელი მაკროეკონომიკური პირობები და ბაზარზე ჩვენი ლიდერი პოზიციები ქმნის ძლიერ საფუძველს მომავალში ჩვენი ზრდის პერსპექტივისთვის“ , - ამბობს ბანკირი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 30 ივნისის მდგომარეობით თიბისი ბანკის აქტივები 11.280 მლრდ ლარია, 66.6%-ით მეტი ვიდრე შარშან. კვარტალურ ჭრილში ჯამური აქტივები 918.2 მლნ ლარით, ანუ 8.9%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველი ნახევრის დასასრულს თიბისის საკრედიტო პორტფელი 7.386 მლრდ ლარს შეადგენდა, წლიურად ზრდა 56.8%-ია (ბანკ რესპუბლიკას შერწყმის ეფექტის გამორიცხვით ზრდა 30.8%-ია), კრედიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 60.8% შეადგენს, წლიური კლება 5.4 პროცენტული პუნქტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss