ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კობა გვენეტაძე: ჩემი თხოვნა და რჩევაა, დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა იცოდეთ თქვენი უფლებები
18 აგვისტო, 2017, 17:52
კობა გვენეტაძე: ჩემი თხოვნა და რჩევაა, დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა იცოდეთ თქვენი უფლებები

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებლებს მათი უფლებების დასაცავად ამოქმედებულ წესებს ახსენებს. 

კობა გვენეტაძე მოქალაქეებს სოციალური ქსელით ეხმაურება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სებ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

„ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. 2017 წლის 1 ივნისიდან საფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში ხელმოწერამდე; თავდებმა და/ან სოლიდარულმა მოვალემ მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი; უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი დისტანციური არხით; გარკვეულ შემთხვევებში წინსწრებით უფასოდ დაფაროს სესხი და სხვა მრავალი წესი, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები და უკეთ იცოდეთ თქვენი უფლები. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge  “, - წერს Facebook-ში კობა გვენეტაძე და იმ ლინკსაც მიუთითებს, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებია გამოქვეყნებული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606

შეგახსენებთ, თქვენ უფლება გაქვთ:

მოითხოვოთ და მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო პროდუქტზე. გირჩევთ, პროდუქტს შეძენამდე დეტალურად გაარკვიოთ მომსახურების პირობები, მათ შორის დაკავშირებული ხარჯები, მნიშვნელოვანი რისკები (მაგალითად სავალუტო რისკი, სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები), ან ხომ არ არის მოსალოდნელი ხარჯების, გადასახდელი %-ის ზრდა და თუ არის, რა შემთხვევაში;

მოითხოვოთ და მიიღოთ ხელშეკრულების ნიმუში მის ხელმოწერამდე, რათა გაეცნოთ მას სახლში თუ სხვა მშვიდ გარემოში. იმისთვის, რომ პირობები უკეთ შეადაროთ და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება შეარჩიოთ, გამოართვით ხელშეკრულება რამდენიმე ორგანიზაციას. ამით შეძლებთ, იმ ორგანიზაციას, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, უკეთესი პირობების შემოთავაზებაზეც მოელაპარაკოთ;

მიიღოთ სესხის ხელშეკრულებისა და თავსართის ასლი თუ ხართ თავდები, სოლიდარული მოვალე, იპოთეკის ან გირავნობის საგნის მესაკუთრე. ეს დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ ის ვალდებულებები, რომელსაც მსესხებელი კისრულობს და დაიცვათ თავი შესაძლო რისკებისგან;

უფასოდ მიიღოთ ინფორმაცია იმ პროდუქტებზე, რომლითაც უკვე სარგებლობთ, მათ შორის ერთ-ერთი დისტანციური არხით (მაგალითად ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი და ა.შ.);

უფასოდ მიიღოთ  უკანასკნელი 2 წლის ამონაწერი მაქსიმუმ თვეში ერთხელ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამონაწერს ტიტულოვან ფურცელზე ითხოვთ;

მოითხოვოთ სესხის წინსწრებით დაფარვა ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ. გაითვალისწინეთ, რომ თუ სესხის წინსწრებით დაფარვისას ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, წინსწრების საკომისიო არ დაგეკისრებათ;

ამასთან, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:

ერთი თვით ადრე მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი და მისაღები უფასო საკომუნიკაციო პერსონალური არხის საშუალებით (SMS, ტელეფონი, ინტერნეტ ბანკი და ა.შ.) თუ ხელშეკრულების პირობები ცალმხრივად შეიცვალა. გახსოვდეთ, რომ თუ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მიუღებელია, შეგიძლიათ სესხი წინასწარ დაფაროთ წინსწრების საკომისიოს გარეშე.

თქვენთან ურთიერთობაში დაიცვას ეთიკის ნორმები. გახსოვდეთ, რომ დაუშვებელია ფინანსური ორგანიზაციის მიერ არასწორი ინფორმაციის მოწოდება და თქვენი შეცდომაში შეყვანა, ასევე თქვენი რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება, მუქარა თუ დაშინება;

გარკვეულ შემთხვევებში მოგაწოდოთ ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ საფინანსო პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეთავაზებაში, მათ შორის რეკლამირების დროს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თუ მაგალითად სესხის რეკლამაში ნაჩვენებია საპროცენტო განაკვეთი ან სესხის ყოველთვიური შენატანი, იქვე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები