| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს საქართველო დაბალი ეკონომიკური ზრდის პერიოდს დაასრულებს, - მიიჩნევს საქართველოს ექს-ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, რომელმაც ეკონომიკის ანალიზი Forbes Georgia-სთვის მოამზადა.
ფინანსისტი 6 თვის შედეგებს მიმოიხილავს და მიიჩნევს, რომ „საქართველომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა მიიღოს, რასაც საგარეო პროცესებიც ამყარებს, თუმცა რეგიონალური გეოპოლიტიკური რისკების კომპლექსი მაინც რჩება ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად“.
ბაინდურაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე პესიმისტური 3.5%-იანი ზრდაც კი საქართველოს თავის უახლოეს და ევროპულ სამეზობლოსთან შედარებით უკეთეს პირობებში აყენებს.
„ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით (Global Economic Prospects: A Fragile Recovery – June 2017), აღმოსავლეთ ევროპის ზრდის ტემპი 2017 წელს ნავარაუდებია 1.4%-ის დონეზე, ევროპის ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკის – პოლონეთის ზრდის ტემპმა შესაძლოა 3.3%-ს არ გადააჭარბოს; თურქეთის ეკონომიკა სავარაუდოდ 3.5%-ით გაიზრდება, რუსეთის მხოლოდ 1.3%-ით, უკრაინის – 2.0%-ით, სომხეთის – 2.7%-ით, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკა კვლავ შემცირდება 1.4%-ით“, - წერს კახა და შიდა ფაქტორების ნეიტრალურ როლსა და საგარეო ეკონომიკური ფაქტორები დადებით გავლენაზეც მიანიშნებს.
ანალიზში ყურადღებაა გამახვილებული შესამჩნევად გაზრდილ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ტემპსა და საგადასახადო რეფორმზე, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ამ ფაქტორების გავლენა მიმდინარე წლის ბოლოდან და განსაკუთრებით მომდევნო წლებში აისახება ეკონომიკაზე.
„მთლიანობაში, საგარეო ეკონომიკური ფაქტორები დადებით გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, საგარეო პოლიტიკური ვითარება სტაბილურდება რეგიონში, თუმცა მდგომარეობა ძალზე მყიფეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს საქართველო დაასრულებს დაბალი ეკონომიკური ზრდის პერიოდს და გადავა საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო კომპონენტების კონტურები ჯერ გამოკვეთილი არ არის და მის მისაღწევად შიდა რესურსების გააქტიურებაა საჭირო“, - წერს ბაინდურაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss