| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია "ინტერრაოსთან" აფილირებულ ქართულ კომპანიას ახალ ტარიფებს წლის ბოლომდე დაუდგენს.
სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვაზე საჯარო წარმოებების დაიწყო.
საკითხები ეხება „თელასის“ და „გარდაბნის თბოსადგურის" ტარიფებს, ასევე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფის დადგენას, სს გეს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენას და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენას.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 31 დეკემბრამდე მიიღებს.
სხდომა დღეს სემეკში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ტარიფების შესაძლო მატებას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათ სხდომა პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, კომპანია "თელასის" მფლობელი გასულ წლებში ტარიფების არგაზრდის გამო მრავალმილიონიან ზარალზე აცხადებს. კომპანიებმა საქართველოს მთავრობას 2 საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss