| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 21 აგვისტოს, 09:00-ზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით იმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს ეწვევა 80-მდე ბიზნესმენი ჩინეთის განსუს პროვინციიდან. ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ბიზნეს-სექტორს ჩინეთიდან და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინჟინერია, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, ავიაცია, ფარმაცევტიკა, სამშენებლო მასალები, ავტო ნაწილები, სპორტული დანადგარები, კერამიკა, ლოჯისტიკა, ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასტუმრო ინდუსტრია, სარწყავი მოწყობილობები.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის. დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთო აქტივობების განხორციელებაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss