| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თი-ნეტს“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „მაქსტელკომ+“-ს,შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“-ს და შპს „ევრაზიასელს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ.
კომისიის უწყებრივი რეესტრის და კომისიაში თითოეული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, ექვსივე კომპანია გასული ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას, რაც დაედო საფუძვლად ავტორიზაციების შეჩერებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიები საქმიანობის განახლების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართონ კომისიას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss