ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
Base4 საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს  
18 აგვისტო, 2017, 14:53
Base4 საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს   

თბილისი (GBC) - საქართველო  ბიზნესპროცესების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია ხდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია „Base4“-მა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს.

კომპანია, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება, საქართველოში ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებს ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებისთვის, როგორებიცაა: Hilton Hotels & Resorts, Hyatt Hotels Corporation, Marriott Hotel და ა.შ. 

ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე საერთაშორისო, ცნობილმა კომპანიამ სერვისების აუთსორსინგის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.  

მსხვილი ინვესტორებიდან ერთ-ერთია გერმანული კომპანია Arvato Bertelsmann-ი. ამ ეტაპზე კომპანიამ 150 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდიან,  მათ შორის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულებით.

უახლოეს მომავალში კომპანია დამატებით 150 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. 

აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების,  მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები