| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - “ჯი პი აი ჰოლდინგის“ მფლობელი „ვენის სადაზღვეო ჯგუფი“ უმაღლეს რეიტინგს ინარჩუნებს.
17 აგვისტოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P (Standard & Poor’s)-მა კომპანია შეაფასა „A+“ რეიტინგით მისი მიღწევების, სტაბილურად მზარდი შემოსავლებისა და მყარი კაპიტალიზაციისთვის.
ამასთან, S&P-მ „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ (VIG) დაასახელა წამყვან კომპანიად ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით , ჯგუფს უმაღლესი რეიტინგი - „AAA” აქვს მინიჭებული. S&P-ის რისკების შეფასების მოდელით „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ კაპიტალიზაცია, კონსერვატიული საინვესტიციო და გადაზღვევის პოლიტიკა უაღრესად მდგრადს ხდის კომპანიას რაიმე სახის ცვალებადობების მიმართ. ასევე აღსანიშნავია ბანკაშურანს პროექტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მულტიბრენდული სტრატეგია, როგორც ჯგუფის წარმატებისა და მდგრადობის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ “ჯი პი აი ჰოლდინგი” ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი 2006 წელს გახდა, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე საერთაშორისო და მაღალი რეიტინგის მქონე კომპანიის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ვენის სადაზღვევო ჯგუფს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ავსტრიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 25 ქვეყნის 50 კომპანიას აერთიანებს, 24 000 თანამშრომლით. დღეს „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთადერთი ამ დონისა და რეიტინგის საერთაშორისო ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss