| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების/პროგრამების განხორციელების გზით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
ერთობლივ პროექტებში/პროგრამებში ჩერთვებიან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 29 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. უფრო მეტიც, აღნიშნული თანამშრომლობის თანახმად ისინი შეძლებენ საკუთარი ინიციატივების/იდეების განხორციელებასა და განვითარებას.
მხარეების შეთანხმებით იგეგმება საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზება; დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები სააგენტოს სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ მოზარდებს ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება უკვე გაიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss