ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა საერთაშორისო ბაზარზე  თხილის რეალიზაცია დაიწყო
18 აგვისტო, 2017, 12:05
ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა საერთაშორისო ბაზარზე  თხილის რეალიზაცია დაიწყო

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით, კომპანიამ  „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი"  პროდუქციის  რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო.

თხილის გადამამუშავებელი კომპანია პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად, უცხოეთში  რამდენიმე სახის თხილის პროდუქტის ექსპორტს  ახორციელებს.  კერძოდ:  გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, ბლანშირებული თხილის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით.

ექსპორტზე ორიენტირებულმა კომპანიამ, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, სააგენტოს ორგანიზებით  საკვები და სასმელი პროდუქტების ყველა წამყვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  პოტენციურ პარტნიორებთან  წარმატებული მოლაპარაკების შედეგად  კომპანია  საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში,  მათ შორის  შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ბულგარეთში. კანადაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში და სხვა ქვეყნებში წარმატებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ  კომპანია რომელიც სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით,  აგრეთვე ერთადერთი თხილის კომპანიაა საქართველოში, რომელიც BRC სერტიფიკატს ფლობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები