ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიამდე ახალი გზის და რკინიგზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება
17 აგვისტო, 2017, 14:33
ანაკლიამდე ახალი გზის და რკინიგზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება

თბილისი (GBC) - ანაკლიამდე ახალი გზის და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ პირველ არხს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

შესაბამისი ვალდებულება სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს. ალავიძის ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია შესაბამისი პროექტების შემუშავება.

იგეგმება 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა. რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შარშან აცხადებდა, რომ პროექტის ღირებულება 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლოს გეგმავს. სამუშაოს პირველი ეტაპი 2020 წელს უნდა დასრულდეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები