ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივლის-აგვისტოში  ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინდა
17 აგვისტო, 2017, 13:02

თბილისი (GBC) - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტი ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.

ივლის-აგვისტოს თვეებში გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები შეადგენს - 195 ფაქტი. ამავე პერიოდში გამოვლინდა სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 61 ფაქტი, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების 12 ფაქტი, ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისა და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის 21 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები