| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Forbes -მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები დაასახელა.
ჟურნალის მიერ შედგენილ რეიტინგს ემა სთოუნი უდგას სათავეში. „ლა-ლა ლენდის“ მთავარი როლის შემსრულებელმა 12 თვეში 26 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მისმა გმირმა კი, ფილმს 445,3 მლნ დოლარის საკასო შემოსავალი მოუტანა.
რეიტინგის მეორე ადგილი ჯენიფერ ენისტონს ერგო, მისი წლიური შემოსავალი 25.5 მლნ დოლარი იყო. 48 წლის მსახიობის ძირითადი შემოსავალი სარეკლამო კამპანიებიდან არის გენერირებული (Emirates airlines, Smartwater და Aveeno), ამავე პერიოდში შემოსავალის ნაწილი კოსმეტიკური კომპანია Living Proof-ის გაყიდვიდან მიღებული სარგებელია, ამ კომპანიაში ენისტონს წილი ჰქონდა.
რეიტინგის სამეულშია ჯენიფერ ლოურენსი 24 მილიონიანი შემოსავლით, რომელმაც ჰონორარები მიიღო ფილმებიდან „დედა“ და „წითელი ბეღურა“, ასევე Dior-ის სარეკლამო კამპანიიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss