ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თიბისის მხარდაჭერით გაირყულას კოშკი განახლდება
16 აგვისტო, 2017, 14:30
თიბისის მხარდაჭერით გაირყულას კოშკი განახლდება

თბილისი (GBC) – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, არტ-ვილა  გარიყულას “ კოშკის”  აღდგენა დაიწყო.

პროექტის მიზანია არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის „კოშკის” როტონდას გამაგრება და მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება. ამის შემდეგ, როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება: სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, როტონდას სანათურივით იყენებდა და განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა.

არტ-ვილა გარიყულა, წარსულში – ბოლგარკიაანთ სასახელე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ 1885 წელს ააშენა.

ბოლგარსკზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება ეროვნულ არქივში. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღეს აღარ არსებობს) ინჟინერი.

სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა-პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. 80-იან წლებში გავერანებულ, ნახევრადდანგრეულ შენობაში სოფლელები თივას ინახავდნენ.

ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიაანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა – გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყება ხორციელდება.

დღეს, შენობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის – Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის – თიბისი ბანკის მხარდაჭერით.

როტონდა ბოლგარსკიაანთ სასახლის სიმბოლოა. თავის დროზე, ვასილი ბოლგარსკის იქ დამონტაჟებული ჰქონდა სანათური, რომელიც სოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან, შუქურასავით ჩანდა.

დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას. ეს არის ის მინიმუმი, რაც სასახლის ამ სახასიათო არქიტექტურული დეტალის წესრიგში მოყვანას სჭირდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, რომლის დასასრულს, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოაჯირების, კიბეებისა და იატაკის გამოცვლა დაიწყება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები