| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს განვითარების და ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისების გაგრძელებაზე აცხადებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15 აგვისტოს ბრძანებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
კერძოდ, ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულების ძირითადი ცვლილება უკავშირდება საცალო მოთხოვნების კლასში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტის 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ზრდას.
„აღნიშნული ლიმიტის ზრდა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაცემული სესხები ჩაირთონ საცალო მოთხოვნების კლასში, რაც აღნიშნულ სესხებზე დაკრედიტების საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქებას ნიშნავს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტის დაფინანსების ხელმისაწვდომობას“, - მიიჩნევს მარეგულირებელი.
კაპიტალის ადეკვატურობის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ასევე მოიცავს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტების საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მინიმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, არსებული მინიმალური მოთხოვნა 250,000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სებ-ის განმარტებით, მომხმარებელთა და ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ისახავს მიზნად.
მათი ინფორმაციით ცვლილებების დანერგვაზე მარეგულირებელი მჭიდროდ თანამშრომლობდა კომერციულ ბანკებთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss