| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს რკინიგზა" კომპანიასთან დაწყებულ შიმშილობის აქციის დაწყებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც GBC უცვლელად გთავაზობთ:
"კიდევ ერთხელ ვეხმაურებით გარკვეული პოლიტიკური მიზნებით საქათველოს რკინიგზასთან წამოწყებულ უსაფუძვლო შიმშლობის აქციას. მედიის წარმომადგენლებმა თავად იხილეს მედია ტურის ფარგლებში ის საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, სადაც დასაქმებულები არიან სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონის სალიანდაგო მეურნეობის თანამშრომლები. საუბარი საცხოვრებლის არ არსებობის შესახებ არის სიცრუე, ასევე განცხადებები, თითქოსდა საქართველოს რკინიგზა არ უზრუნველყობს თანამშრომელთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას მოკლებულია ყოველგვარ რეალობას. ვაცხადებთ რომ, ჩვენ კახეთის მონაკვეთზე რეორგანიზაციის შემდეგ კი არ გავათავისუფლეთ იქ დასაქმებულები, არამედ მათ შევთავაზეთ იგივე ხელფასით, ანალოგიური სპეციალობით სხვა სარკინიგზო მონაკვეთზე დასაქმება შესაბამისი პირობების უზრუნველყოფით. მოვუწოდებთ შეცდომაში შეგნებულად შეყვანილ ორ თანამშრომელს, რომლებიც აშკარად არიან მართული პროცესის მონაწილენი ნუ გახდებიან პოლიტიკური თამაშების იარღი გარკვეული დესრტუქციული ძალების ხელში და ვთხოვთ დაუბრუნდნენ მათ სამუშო ადგილებს და გაარგრძელონ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss