ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გვემატება უძველესი ქართული ენა - Google-მა ხმის ამოცნობის სისტემას ქართულიც დაამატა
მარიამ მინაძე
15 აგვისტო, 2017, 15:37
გვემატება უძველესი ქართული ენა - Google-მა  ხმის ამოცნობის სისტემას ქართულიც დაამატა

თბილისი (GBC) - Google-ის აპლიკაციებს დამატებით 30 ენის ხმოვანი ამოცნობის ფუნქცია დაემატა. მათ შორისაა ქართულიც.

კომპანიის პრეს-რელიზში ყურადღება ქართულ ენაზეა გამახვილებული: "განახლების შედეგად გვემატება უძველესი ქართული ენა, მისი მეათე საუკუნის დროინდელი ანბანით".

ახალი ენების დამატებისა და საუბრის ნიმუშების ასაღებად, Google მშობლიურ ენაზე მოსაუბრეებს პოპულარული ფრაზების წაკითხვას სთხოვდა. ახალი ენები, ხელმისაწვდომი გახდა Cloud Speech API-ში და მალე დაემატება კომპანიის  სხვა აპლიკაციებსაც, მათ შორის Google Translate-ს.

შესაბამისი ფუნქციის გასააქტიურებლად Play Store-დან უნდა გადმოტვირთოთ და  დააყენოთ Gboard და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი.

ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, გახსენით Google-ის აპლიკაცია, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს და გადადით პარამეტრების განყოფილებაში, შემდეგ აირჩიეთ Voice (ხმა) და აირჩიეთ ქართული ენა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები