ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პირველად საქართველოში - ავტოდაზღვევა გჩუქნით საბურავებს
15 აგვისტო, 2017, 15:31
პირველად საქართველოში - ავტოდაზღვევა გჩუქნით საბურავებს

თბილისი (GBC) - ჯიპიაი ჰოლდინგმა მრავალწლიანი ავტოდაზღვევის ახალი აქცია დაიწყო. ფიზიკური პირები, რომლებიც შეიძენენ 3 წლიან ავტო დაზღვევას საჩუქრად მიიღებენ ზამთრის 4 ახალ საბურავს “თეგეტაში”.

აქციის ფარგლებში დაზღვეულებს საჩუქრად გადაეცემათ მაღალი ხარისხის ბრენდების საბურავების კომპლექტი, როგორებიცაა: Riken, Falken და Starmaxx.

საბურავები გაიცემა თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში საქართველოს მასშტაბით არსებულ 22 ფილიალში, სადაც დაზღვეულები საჩუქრად საბურავების შეცვლასთან (მონტაჟი-ბალანსირება) დაკავშირებული სერვისის გარდა, ასევე მიიღებენ არსებული საბურავების 3 თვით შენახვის მომსახურებას.

ჯიპიაი ჰოლდინგის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ 3 წლიანი ავტოდაზღვევა მომხმარებლებს სტანდარტული ავტოდაზღვევის პაკეტისგან განსხვავებულ უფრო კომფორტულ და მოქნილ პროცედურას სთავაზობს.

„მრავალწლიანი პროდუქტი ავტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას ერთი მხრივ,  დაზოგონ დრო და თანხა, მეორე მხრივ შეინარჩუნონ მათზე მორგებული დაზღვევის პირობები წლების მანძილზე და მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გადაიხადონ  თანაბარი  შენატანი. მომხმარებლებს აღარ უწევთ ყოველწლიურად ავტომობილის დაზღვევის განახლებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა, რადგან ყოველი ახალი წლის დასაწყისში ხდება დაზღვევის ლიმიტის ავტომატური აღდგენა.

ჯიპიაის ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და  მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. აპლიკაციით GPI Mobile, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ განაცხადოს ზარალის შესახებ და მიიღოს ანაზღაურება დისტანციურად ორ სამუშაო დღეში“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები