| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის (სებ) ექს-პრეზიდენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად საქართველოს გამდიდრებას მიიჩნევს.
გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ქართველებმა რუსეთზე უკეთესი ქვეყანა უნდა შევქმნათ.
„რუსეთის ეკონომიკა ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 26,000 აშშ დოლარი, საქართველოსი კი 2,5-ჯერ ნაკლები ($10,000).
ბანალური ჭეშმარიტება ამბობს, იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ რუსეთზე უკეთესი ქვეყანა უნდა შევქმნათ, პირველ რიგში სიმდიდრით.
შესაძლებელია? კი, მაგალითად ესტონეთი (მშპ- $30,000), ლიტვა ($29,500), პოლონეთი ($28,000), ფინეთი ($40,000).
ჰოდა, უფრო მდიდარი, დაცული, სამართლიანი, უკეთესი ჯანდაცვით, განათლებით, დასაქმებით და გართობით ქვეყანა რომ გვექნება რუსეთის პირველივე კრიზისის დროს შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ყოველგვარი ყალბი "ძმები და დების" გარეშე. უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენთან უკეთესია!!!
როდის? ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მხოლოდ ჩვენზე. თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ბევრს ვიმუშავებთ უფრო მალე ვიდრე 25 წელია”, - წერს ქარდაგიძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss