ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: შესაძლებელია ქართულ-ჩინური თიზ-ების, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნა
14 აგვისტო, 2017, 17:39
ქუმსიშვილი: შესაძლებელია ქართულ-ჩინური თიზ-ების, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნა

თბილისი (GBC) – ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებსა და ჩინეთის პრეზიდენტის საინტერესო ინიციატივებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე ისაუბრა.

თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებული 5-დან რამდენიმე პრინციპზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უპირველესი პრინციპი, რასაც ჩინეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მოვახვევთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ „ერთმანეთს ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მიმართულებები ჩვენს ქვეყნებში გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნების ერთობლიობისათვის.“

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამდენად, „ჩვენ არ უნდა გავხდეთ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთმანეთის ყველაზე ძლიერი მხარეები, რათა შევავსოთ ერთმანეთი და მივცეთ ერთმანეთს შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან საუკეთესოს აღმოჩენაში, რათა შემდგომში უკვე შევავსოთ, მოვახდინოთ სინერგია და მივიღოთ საუკეთესო შედეგი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ერთი გზა -  ერთი სარტყელის“ ფორუმის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვანგ იანგთან. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მასთან შევთანხმდით იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში უნდა მოიძებნოს ის მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც არის შესაძლებელი საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ქართულ-ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს საქართველოსა და ჩინეთის 150-მდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები