ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი: მნიშვნელოვანია, მოხდეს ჩინეთიდან გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა
14 აგვისტო, 2017, 14:42
მინისტრი: მნიშვნელოვანია, მოხდეს ჩინეთიდან გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა

თბილისი (GBC)- ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანის საკითხზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ამ გზით მათ შეეძლებათ მიერ წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააჩნია.

 „მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, ახლა ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება“, - ამბობს მინისტრი.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რომელიც ჩინეთის ძიანგსის პროვინციას გააჩნია.

„ეს არის საკმაოდ განვითარებული პროვინცია, რომელსაც რამდენიმე ათასი კილომეტრი აქვს მაგისტრალები, რამდენიმე ათასი კილომენტრი აქვს სწრაფი რკინიგზა და შესაბამისად, ამ გამოცდილების გადმოტანა, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება, იქნება ძალიან კარგი მიმართულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები