ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია
14 აგვისტო, 2017, 14:34
ქუმსიშვილი: ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

თბილისი (GBC) - დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას  შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე მოხსენება გააკეთა.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა  სემინარის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკით ხასიათდება.

„ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე, როგორც საკუთრების უფლებების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში არის ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთიან წესებს ემორჩილება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახდო სისტემის ქვეყანა. ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის სიმძიმის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ მეწინავე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით.

სემინარს, რომელიც სს „საპატრიორო ფონდისა“ და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა, ქართველი და ჩინელი ბიზნესმენები დაესწრნენ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები