ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ელექტრონული ფოსტა არ აქვს
მარიამ მინაძე
11 აგვისტო, 2017, 13:26
თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ელექტრონული ფოსტა არ აქვს

თბილისი (GBC)- კვლევითი ორგანიზაცია ეისითი დაინტერესდა, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ელექტრონული ფოსტა და ძირითადად რა მიზნით გამოიყენება აღნიშნული საკომუნიკაციო არხი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელ-ფოსტა თბილისის მოსახლეობის ფაქტიურად ნახევარს (52%) საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, 48% ელ-ფოსტის მომხმარებელია. თბილისში, ფოსტის მომხმარებლების უმრავლესობას (76%) მხოლოდ 1 ელექტრონული ფოსტა აქვთ გახსნილი.

რაც შეეხება სარგებლობის სიხშირეს, ელ-ფოსტის მომხმარებლების მხოლოდ მესამედი (34%) იყენებს მას ყოველდღიურად.

ელექტრონული ფოსტის მქონე თბილისის მაცხოვრებლები აღნიშნულ არხს ყველაზე ხშირად ფაილების გაგზავნა / შენახვისთვის, ასევე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოიყენება. მას შემდეგ ციფრულმა სამყარომ მრავალი ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი შესთავაზა პლანეტის მოსახლეობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები