| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრი, სტეფან ტრავერი ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილ გამოფენას ეწვია. მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა ცენტრში წარმოდგენილი ექსპონატები და, როგორც თავად განაცხადა, აღფრთოვანებული დარჩა გამოფენით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სტეფან ტრავერს მასპინძლობა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს. მათ საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და საკვები მრეწველობის მინისტრი საქართველოში მოიწვიეს. სტეფან ტრავერმა აღნიშნა, რომ მისთვის აღმოჩენა გახდა რომ საქართველო არის მეღვინეობის სამშობლო და აუცილებლად ეწვევა მას.
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება.
დღეისთვის გამოფენას უკვე 5 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და რამდენიმე თვის მანძილზე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.
გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss