| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე შეფერხებების გარეშე მუშაობს, - ამის შესახებ აეროპორტის მმართველმა "ტავ ჯორჯიამ" განაცხადა.
კომპანიის ცნობით, 10 გვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს.
"აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1სთ და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური დაუვაკშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიაციო სისტემის SITA-ს სათაო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss