ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად 23.3 მილიონი გამოიყო
10 აგვისტო, 2017, 12:01
ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად 23.3 მილიონი გამოიყო

თბილისი (GBC) - ქუთაისის აეროპორტის გაფართოება იწყება.

აეროპორტში ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობაზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 23 305 085 გამოყო და ტენდერი გამოაცხადა. შერჩეული კომპანია სამუშაოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღეში დაასრულებს. ტენდერში განაცხადების წარდგენა 17 აგვისტოს სრულდება.

ახალი ტერმინალი მდებარეობს არსებული ტერმინალის მიმდებარედ და მის გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც პრემიერმა დააანონსა, ახალი ტერმინალი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება, გათვალისწინებულია სარკინიგზო ბაქანის აშენებაც.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტია და საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს 6 რეისს ერთდროულად მოემსახუროს“, - განაცხადა ადრე გიორგი კვირიკაშვილმა.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოება მზარდი ტურიზმის ფონზე ხდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი;

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები