| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარკირების მოგვარება მმართველი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა.
კახა კალაძემ მორიგი ვიდეო- მიმართვა თბილისში პარკირების პრობლემას დაუთმო, წლების წინ „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას „მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული უწოდა, რომელმაც თბილისელებს ბევრი ჯარიმა და პარკირებისთვის ნაკლები ადგილი მოუტანა.
„თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქაოტური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობაა. პარკინგის მართვა არ არის მხოლოდ თეთრი საღებავით ადგილების მონიშვნა და ჯარიმების გამოწერა. ყველას კარგად გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება, მით მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს შეიძლება ითქვას არის ინტერესთა კონფლიქტი“, - ამბობს კალაძე და მიიჩნევს, რომ პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს. „ამ შემთხვევაში თბილისელების მიერ გადახდილი თანხები ბიუჯეტში წავა და მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას, დაცული იქნება მძღოლების და ფეხითმოსიარულეთა ინტერესები".
მან კონკურენტების განცხადებებს „სითი პარკის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლებაზე, ან ბიუჯეტიდან მის გასტუმრებაზე (კომპენსაცია 25 მლნ ლარს შეადგენს) პოპულისტური უწოდა, აღნიშნა, რომ საკითხისადმი სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომაა საჭირო, თუმცა რა მოიაზრება ამ ტერმინების უკან, ან როგორ აპირებს მმართველი გუნდის კაპიტანი „სითი პარკთან“ ურთიერთობების დალაგებას, ვიდეო მიმართვაში არაფერი უთქვამს.
მხოლოდ ის დააანონსა, რომ მისი მერობის შემთხვევაში თბილისში იქნება პარკირების თანამედროვე სისტემა, რომელიც „სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაწილია“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss