| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კაფე Fish and Chips-ს ვიქტორია ბექჰემის შეურაცხყოფისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, 43 წლის ვიქტორია ბექჰემი ლონდონში მდებარე კაფე-პიცერიას მეპატრონეს შეურაცხმყოფელი რეკლამისთვის უჩივის.
ინფორმაციის თანახმად, კაფის მეპატრონემ ფურგონზე ვიქტორია ბექჰემის სტიკერი განათავსა წარწერით „ჩვენი პიცა ვიქტორია ბეკჰემზე თხელია“. სარეკლამო ფოტო სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა, ინტერნეტმომხმარებლებმა რეკლამას „ანორექსიის ხატი“ უწოდეს.
ცნობილი ფეხბურთელისა და სელებრითის მეუღლე, ვიქტორია მომხდარის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.
„ეს არა მარტო ვიქტორიას შეურაცხყოფაა, ასევე იმ ქალბატონების, რომლებსაც ანორექსია აწუხებთ. ეს რეკლამა ვიქტორიას რეპუტაციას აფუჭებს და დამამცირებელი საქციელია“,-აცხადებს ვიქტორია ბექჰემის წარმომადგენელი.
თავის მხრივ კაფე Fish and Chips-ის მეპატრონე, რომლის ვინაობა არ კონკრეტდება, აცხადებს, რომ ამ რეკლამით არა ბექჰემის დამცირება, არამედ არასწორი კვების პრობლემის ხაზგასმა სურდა.
„ჩვენ ხალხისთვის გვინდოდა აგვეხსნა, რომ არასწორი კვება ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა აქცენტის გაკეთება არ გვიფიქრია ისეთი მოქალაქეების მისამართით, რომლებსაც ანორექსია აწუხებთ. ჩვენ ცუდი ჩანაფიქრი არ გვქონია“,-აცხადებს კაფეს წარმომადგენელი.
რეკლამა ანორექსიის პრობლემებზე მომუშავე დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციამაც გააპროტესტა.
კლიენტების მოსაზიდად გამიზნული სარეკლამო კამპანიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სასამართლოში გაგარძელდება, სადაც მოსარჩელე მსოფლიოში ცნობილი ვიქტორია ბექჰემი იქნება. რა თანხის გადახდა მოუწევს მისთვის კაფე Fish and Chips-ს ჯერ არ დასახელებულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss