| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მსოფლიო ახალი ფინანსური კრიზისის მოლოდინშია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ში ივნისის თვეში საკრედიტო ბარათებით გადახდების დავალიანებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული თანხაა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.
მსხვილ კრედიტორთა შორის აღმოჩნდენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Citigroup და JPMorgan Chase.
აშშ-ში მდებარე საბანკო სფეროს წარმოამდგენლები იმედოვნებენ, რომ საქმე არც ისე რთულად იქნება, როგორც 2008 წელს იყო. მაშინ აშშ-ში უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია, უმუშევრობის 10 პროცენტამდე გაზრდის გამო კი, ბანკებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში საკრედიტო ბარათებიდან 100 მილიარდი დოლარის ჩამოწერა მოუხდათ.
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ამ საუკუნეში ფინანსური კრიზისი არ მოხდეს“. იელენი ირწმუნება, რომ აშშ-ს ფინანსური სისტემა უფრო ძლიერი და მოქნილია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო.
საპირისპიროს ამტკიცებს ამერიკელი ინვესტორი, Rogers Holdings-ის მფლობელი ჯიმ როჯერსი, რომლის ვარაუდით, ფინანსურ კრიზისს აშშ 2017 წლის ბოლოდან უნდა ელოდოს, რაც 2018 წელს სერიოზულ სახეს მიიღებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss