| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზისბანკი საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" სპონსორი გახდა.
ბანკსა და კლუბს შორის 1 წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის მანძილზე „ბაზისბანკის“ ლოგო ,,დილა“-ს მაისურზე და მასპინძლის რანგში გამართულ მატჩების სარეკლამო დაფებზე განთავსდება.
„ბაზისბანკისთვის დიდი პატივია თანამშრომლობის დაწყება ასეთი მაღალი დონის და გადაჭარბების გარეშე, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ისტორიის მქონე და ტიტულოვან საფეხბურთო კლუბთან. ბანკი უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში და ჩვენი ორი ძირითადი მიმართულება, განათლებისა და სპორტის მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვართ, რომ ბაზისბანკისა და კლუბ გორის „დილა“-ს ურთიერთანამშრომლობა, იქნება გრძელვადიანი და ნაყოფიერი. ბანკის სახელით „დილა“-ს ვუსურვებ წარმატებებს, ჩვენ კი ჩვენის მხრივ, მზად ვართ მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ კლუბის მომავალ წარმატებაში.” - განაცხადა ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან გარდაფხაძემ .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss