| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მარიხუანას მწარმოებელმა კომპანია American Greens Inc -მა 5 მლნ დოლარად აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პატარა ქალაქი ნიპტონი იყიდა, - იტყობინება Bloomberg.
სააგენტოს ცნობით, კომპანიას სურს ქალაქი ტურისტებისთვის მიმზიდველ ობიექტად აქციოს.
ნიპტონი 1905 წელს, ოქროსმაძიებლების საცხოვრებელ ზონად დაარსდა. ის ლას-ვეგასთან 1 საათის სავალზეა. Bloomberg წერს, რომ დღეს ქალაქი დაცლილია და მხოლოდ 20-მდე ადამიანი ცხოვრობს.
მომდევნო 1.5 წლის განმავლობაში ინვესტორები 2.5 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავენ. American Greens Inc გეგმავს ისარგებლოს ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურით (120 აკრი მიწა, მაღაზია, სასტუმრო, სკოლა და მინერალური აბაზანებ) ასევე იგეგმება ახალი შენობების აგება. ენერგიის მიღება კი, განახლებადი წყაროებით მოხდება. გეგმაშია მარიხუანას დამატებით სხვადასხვა საკვები პროდუქტის გამოშვება და შემოქმედებითი ადამიანებისთვის ღონისძიებების მოწყობა.
შეგახსენებათ, კალიფორნიაში, ნევადაში და აშშ-ს კიდევ არაერთ შტატი მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია, ზოგ შტატში სამედიცინო მიზნებისთვის მისი გამოყენება ნებადართულია, ამიტომ Bloomberg მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯმა კომპანიებს გაუხსნა შესაძლებლობა მარიხუანა უფრო ფართო მოხმარების პროდუქტად აქციონ.
„ოქროს ციებ-ცხელებამ ააშენა ეს ქალაქი, „მწვანე“ ციებ-ცხელებამ შეიძლება განავითაროს“, - ამბობს Bloomberg-თან პროექტის ხელმძღვანელი სტივენ შერინენი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss