ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პროფესიულ სასწავლებელში გადამზადებული სპეციალისტები პოლონეთში დასაქმდებიან
მარიამ მინაძე
3 აგვისტო, 2017, 18:13
პროფესიულ სასწავლებელში გადამზადებული სპეციალისტები პოლონეთში დასაქმდებიან

თბილისი (GBC) - სამუშაოს მაძიებელთა  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, WorkNet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შედუღების ათი სპეციალისტი, დროებით პოლონეთში დასაქმდება.

საცდელი პროექტი - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პარალელურად, ფასდება საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, სირთულეები და რისკები, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება.

განათლების სამინისტროს ცნობით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ამ მიმართულებით, აქტიურად განიხილება ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები