ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
HUB Georgia პრემიერს სატრანსპორტო პოლიტიკის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს
3 აგვისტო, 2017, 14:48
HUB Georgia პრემიერს სატრანსპორტო პოლიტიკის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს

თბილისი (GBC) - ტრანსპორტის სფეროს 6 თვიანი მაჩვენებლების ეკონომიკურ მიმოხილვას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia ეხმაურებს.

ორგანიზაცია საქართველოს დერეფანში 2014-2016 წლებში ტვითბრუნვის 4 მლნ ტონით კლებაზე  (გრძელვადიან პერიოდში კლების უფრო დიდ მაჩვენებელი) აღნიშნავს და მიიჩნევს, რომ უარყოფითი სტატისტიკა ცხადყოფს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის და მის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძის არაეფექტია მუშაობას.

„დარგში მომუშავე კომპანიებს აინტერესებთ თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყნის სატრანსპორტო  დარგი, რა მიზეზით კარგავს საქართველო ტვირთნაკადებს. იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები დეპარტამენტში, რატა უფრო კომპეტენტური კადრები ჩაერთონ დარგის განვითარებაში და უარყოფით სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ჩაანაცვლონ“, - აცხადებს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

HUB Georgia  მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს,  დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და პირად კონტროლზე აიყვანოს ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა. დაიწყოს სისტემური რეორგანიზაცია, შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა და სატრანსპორტო პოლიტიკა გახდეს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება, „რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები