ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
17 833 ოჯახის გაზიფიცირება  ბიუჯეტიდან 27 მილიონით დაფინანსდება
3 აგვისტო, 2017, 13:19
17 833 ოჯახის გაზიფიცირება  ბიუჯეტიდან 27 მილიონით დაფინანსდება

თბილისი (GBC) - საქართველოს გაზიფიცირებულ აბონენტების რაოდენობა 17,833-ით გაიზრდება. 

მთავრობამ უკვე დაამტკიცა პროექტი, რითაც74 სოფელში მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა.

სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა 20 მილიონი ლარით აფინანსებს გაზიფიცირების სამუშაოებს. მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11ათას ოჯახს მიეცემა.

2013-2017წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი განკარგულებით, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება შემდეგ სოფლებში: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის და იწრიას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფლების: მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა დმანისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელი ახალხიზას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფელი ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა გორას და ზედა ბზვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფშაველის, ლალისყურის და ლაფანყურის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: დავითიანის, შეერთებას, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის, ზემო ხიზას და ხიზაბავრას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხოლო სოფლების: გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უჯარმას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფელის და ნოსირის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტას და ქვედა სორტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკისციხეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები