ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტანზანიის დელეგაციამ ეროვნული არქივის პავილიონი დაათვალიერა
3 აგვისტო, 2017, 10:43
ტანზანიის დელეგაციამ ეროვნული არქივის პავილიონი დაათვალიერა

თბილისი (GBC) - იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა.

სტუმრებმა პავილიონში მიმდინარე გამოფენა, მედიათეკა და წიგნების მაღაზია დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს საგამოფენო პავილიონის კონცეფციისა და აქ მიმდინარე აქტივობების შესახებ.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ პავილიონის საგამოფენო დაარბაზში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებული გამოფენით - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“, სადაც წარმოდგენილია დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 მხატვრული ფოტო. მოზარდების მიერ გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაციას ტანზანიის მიწის, ბინათმშენებლობის და დასახლებათა განვითარების სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი შაბან პაზი ხელმძღვანელობს.

ვიზიტი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფრანგეთის გეოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამსახური (IGN FI) ახორციელებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები