| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რაგიონალური ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში ისაუბრა, ასევე საქართველოს ამბიციაზე, ჰქონდეს ფინანსური ბაზარი ისეთი ლიკვიდური, რომ ეკონომიკაში რესურსების განაწილება შეძლოს, თუმცა რეალობა მძიმეა.
ლიკვიდურობის დაბალი დონე, ინვესტორთა ვიწრო წრე, სავაჭრო გარიგებების სიმცირე, ფინანსური ინსტრუმენტების ნაკლებობა, - კობა გვენეტაძემ საფონდო ბაზრის გამოწვევები ჩამოთვალა, რასაც ფინანსური გაუნათლებლობაც და მოუწყობელი ინფრასტრუქტურა ემატება.
„ერთადერთ სავაჭრო პლატფორმას ათეული წლის განმავლობაში წარმოადგენდა საფონდო ბირჟა, მოძველდა, არ განვითარდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებს. სამწუხაროდ, მაშინდელმა ბირჟამ ვერ შეძლო აღნიშნული პლატფორმით ინვესტორების სათანადოდ დაინტერესება და ფიქსინგის დაშვების შემდეგ (2007 წლამდე გარიგებები მხოლოდ ბირჟაზე იდებოდა, საკანონმდებლო ცვლილებებამდე, დემიჩუალიზაციამდე)
ბირჟის საკონტროლო პაკეტის ფლობით, ბანკების მიერ ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენების ალბათობაზე კობა გვენეტაძემ შესავლით უპასუხა, რომ “შეფასებისას, მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ რეალურ, ობიექტურ ფაქტებსა და მონაცემებს. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების შვილობილ კომპანიებს 37% აქვს,რაც ბირჟის სხვა აქციონერების მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებებს გამორიცხავს“, - კობა გვენეტაძემ ბირჟის აქციონერების, მათ შიორის ბანკების საინვესტიციო აქტივობაზე განაცხადა, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში. რეფორმა ანგარიშსწორებას ამარტივებს და რისკებს ანულებს. ამასთან მოიცავს კერძო ფასიანი ქაღალდებსაც -„ ეროვნული ბანკი მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებების ნაწილში მონაწილეობს, კერძო სექტორის ინვესტიციას კერძო დეპოზიტარი ახორცილებს, რომელიც ბირჟის მფლობელობაშია. დაგეგმილია თანამედროვე სავაჭრო სისტემის დანერგვა. მთლიანობაში, ბირჟის განვითარებაში ბირჟის აქციონერებს, მათ შორის ბანკებს, 2 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, ამიტომ, იმის მტკიცება, რომ ბანკების მხრიდან არ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების დაინტერესება საფუძველს მოკლებულია. ჩვენი მოლოდინია, რომ ბაზრის განვითარების პარალელურად, კერძო სექტორის ჩართულობა და აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, -კობა გვენეტაძემ აქციონერებს შორის გაჭიანურებულ დავებზეც აღნიშნა ამ მიმართულებით ხარჯვის მიზანშეუწონლობაზე, რადგან ბირჟას ისედაც მწირი რესურსები აქვს.
სებ-ის პრეზიდენტი ბირჟის განვითარების დაპაუზებაზე აცხადებს და ამასთან, 2007 წლის შემდეგ ბირჟაზე აქტივობის შემცირების მცდარ წარმოდგენებზე -„ბაზრის მონაწილეების უზრუნველყოფით და, მათ შორის, მათთან სებ-ის აქტიური თანამშრომლობით 13 საჯარო შეთავაზება განხორციელდა“.
NASDAQ-OMX-ის 2007 წლის შეთავაზების შანსის გაშვებაზე სებ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა, რადგან მიიჩნევს, რომ პასუხი ბირჟის პრეროგატივაა.
„ამ კითხვის სწორი ადრესატი ბირჟაა და არა ეროვნული ბანკი. თუმცა, თუ რომელიმე ბირჟა საქართველოს ბაზრით რეალურად დაინტერესდებოდა და იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებდა არსებული ბირჟის აქციონერებთან მოლაპარაკებას, მას ასევე მარტივად შეეძლო ზედამხედველისათვის მიემართა ახალი ლიცენზიისთვის, რაც არ მომხდარა“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss