ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია - ნორბის დამფუძნებელი შემოსავლების სამსახურს საჯარო მადლობას უხდის
1 აგვისტო, 2017, 16:10
ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია - ნორბის დამფუძნებელი შემოსავლების სამსახურს საჯარო მადლობას უხდის

თბილისი (GBC) –  სადისტრიბუციო კომპანიის „ნორბი“ დამფუძნებელი  საგადასახადო ორგანოებს საჯარო მადლობას უხდის.

გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელ Facebook-ში მისი კომპანიის პირველ საგადასახადო შემოწმებასა და  ბიუჯეტში მეტობით გადახდილი თანხის დაბრუნებაზე წერს.  

 „7 წელი გახდება მალე, მას შემდეგ, რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა. სიმართლე მინდა ვთქვა, ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს აღმოჩნდა რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლიბაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი!
ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა, ათეულობით ჩემ ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილიბენ“, - წერს ბიზნესში წასული ყოფილი ჯარისკაცი და მადლობას უხდის კომპანიის მენეჯმენტს და მათ „ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში“.

კომპანია „ნორბი” სადისტრიბუციო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. არის ფინური Nordic-ის ბურღულეულობის, ბავშვთა აქსესუარების პოპულარული ბრენდის Babyono იმპორტიორი, ასევე  თანამშრომლობს აზებაიჯანულ კომპანია Balam-თან და ახდენს იმპორტირებული პროდუქციის რე-ექსპორტს, რეგიონში მინიჭებული ექსკლუზივიდან გამომდინარე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები