| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბანკების „ზემოგებაზე“,მოსახლეობის ჭარბვალიანობასა და ბიზნეს სექტორის შემცირებულ დაკრედიტებაზე ეროვნული ბანკის ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ მიმოხილვას აქვეყნებს და დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ფაქტობრივ მაჩვენებელს უპირისპირებს.
სებ-ის ექსპრტების მიერ მომზადებულ ბლოგში გაანალიზებულია სექტორის მაჩვენებლები და რეალური ვითარება, მათ შორის ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც.
აღნიშნულია, რომ 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 3.7 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონშიც და, ზოგადად, საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რაც თავისთავად გამორიცხავს, რომ „საქართველოში ბანკების მომხმარებელთა მიერ გადახდილი ჯარიმები კოლოსალური თანხაა“.
გაანალიზებულია კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლებიც,რითაც დასტურდება, რომ ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები ბანკის ჯამური შემოსავლების საშუალოდ მხოლოდ 2.5% და ჯამური საკრედიტო პორტფელის 0.5%-ია.
მასალაში საუბრია ბანკების მოგებაზეც, აღნიშნულია, რომ შემოსავლიანობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აქტივების მაღალი ხარისხი და მასშტაბის ხარჯზე ეფექტიანობის ზრდა. თუ მხედველობაში მივიღებთ სააქციო კაპიტალის რისკიანობას, ადგილობრივი ბაზრისთვის მომგებიანობის აღნიშნული მაჩვენებელი სავსებით ადეკვატურია.
„სტაბილური მომგებიანობა ეხმარება ქართულ ბანკებს მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები და გაიუმჯობესონ საკრედიტო რეიტინგები, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს მათი სახსრების ღირებულებას და გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს“, - ნათქვამია სტატიაში.
მასალის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ქართული საბანკო სექტორი დინამიურად ვითარდება, ჯანსაღია და მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და მიიჩნევს, რომ ამ დროს, არა მარტო გაუმართლებელი, არამედ სარისკოა, როდესაც სექტორის წარმატებაა მისი მუდმივი კრიტიკის "მთავარი არგუმენტი".
„ამ პროცესს უცხოელი ინვესტორებიც აკვირდებიან და არ არის გამორიცხული, რომ საბანკო სექტორზე ასეთი ისტერიული შეტევები მათი საქართველოს ბაზრიდან კაპიტალის სხვაგან გადატანის გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ზარალიანი ბანკებია პრობლემატური. ხოლო შემოსავლიანი, მომგებიანი და, ზოგადად, წარმატებული ბანკების არსებობა ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის ერთ-ერთი გარანტიაა, რაც ეკონომიკის ზრდას ჰაერივით სჭირდება”, - აღნიშნულია სტატიაში.
ვრცლად იხილეთ: https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.php?m=115&blog_id=189
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss